| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს პროექტში 60-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდებს ინტენსიური და საინტერესო სამუშაო პროცესი ელოდებათ KIU-ს კამპუსში. სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორების ჩართულობით, ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული სტარტაპების პროექტების შემუშაებას და ფინალურ ეტაპზე, საბოლოო პროექტებს წარუდგენენ ჟიურის ფიჩინგის სესიის დროს. საუკეთესო პროექტის ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა და შედეგად KIU-ს სტუდენტემა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი შექმნეს და სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებაც მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა.
წელს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სტარტაპების შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმავონ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და შეიძინონ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ტელ.: +995 593 26 06 09, ელფოსტა: pr@kiu.edu.ge, www.kiu.edu.ge
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ