| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მკვლევარმა ანალიზისას სხვადასხვა მუსიკალური აქტივობის გავლენა შეადარა. ესენი იყო:
ბოლო პუნქტი ინტეგრაციის სხვადასხვა მეთოდს გულისხმობს - რიცხვებისა და წილადების შესწავლისას სხვადასხვა რიტმში ტაშის შემოკვრით დაწყებული, მათემატიკის მუსიკალური ინსტრუმენტების დასაპროექტებლად გამოყენებით დამთავრებული.
კვლევის მონაწილეები აბარებდნენ მათემატიკის ტესტებს დაკვირვებამდე და შემდეგ. ბოლოს შედეგებს ადარებდნენ იმათ მონაცემებს, ვინც მუსიკით არ იყო დაკავებული.
რა გაირკვა?
აღმოჩნდა, რომ მუსიკის შესწავლის ნებისმიერი ფორმა დადებით გავლენას ახდენს მათემატიკაში მოსწავლეთა მოსწრებაზე, მაგრამ მათი გავლენა განსხვავებულია.
ყველაზე ეფექტური კი ინტეგრირებული გაკვეთილებია - მოსწავლეთა დაახლოებით 73% უკეთ გაუმკლავდა მათემატიკის ტესტებს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ასეთ მეცადინეობებს არ ესწრებოდნენ. მუსიკალურ სკოლაში სწავლა დადებითად აისახა ბავშვების 69 %-ის მოსწრებაზე, ხოლო მუსიკის ტრადიციული გაკვეთილები 58%-ზე.
აისა აკინი დასძენს, რომ მათემატიკასა და მუსიკას ბევრი საერთო აქვს - მაგალითად, სიმეტრიული სიმბოლოების გამოყენება, ორივე საგანი, ასევე, მოითხოვს აბსტრაქტულ და რაოდენობრივი აზროვნებას. გარდა ამისა, ის თვლის, რომ ინტეგრირებული გაკვეთილების ეფექტურობა მაღალია, რადგან საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა დაინახონ კავშირი მათემატიკასა და მუსიკას შორის. ამასთან, ასეთ გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის სიამოვნება მოაქვს. ამიტომ ნაშრომის ავტორი მათემატიკის მასწავლებლებს ურჩევს გაკვეთილები მუსიკის პედაგოგებთან ერთად დაგეგმონ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად