სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცოდნა, კავშირები, საუნივერსიტეტო ცხოვრება და კარიერული განვითარება - KIU-ში მიღებულ 3-წლიან გამოცდილებას სტუდენტი ილია ლატარია აფასებს
12-07-2023
-
+


ილია ლატარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტია. მან არჩევანი KIU-ზე მაშინ შეაჩერა, როდესაც უნივერსიტეტი პირველ ნაკადის იღებდა და ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში. 

„ცოდნის მიღებასთან ერთად, ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემმატა არის კავშირები. KIU-ში გავიცანი უამრავი ადამიანი და არაერთი ახალი შანსი მომეცა ჩემი კარიერის განვითარებისათვის,“ - ასე აფასებს იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას.

როგორც თვითონ ამბობს, პატარაობიდან აინტერესებდა ტექნიკური საგნები - სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკისა და ქიმიის სწავლით იყო დაინტერესებული. აბიტურიენტობისას კი გადაწყვიტა, მომავალი კომპიუტერულ მეცნიერებასთან დაეკავშირებინა. არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე რამდენიმე მიზეზის გამო შეაჩერა, მათ შორის: სწავლისადმი განსხვავებული მიდგომებისა და იმ სივრცეების არსებობა, რომელსაც უმაღლესი სტუდენტებს სთავაზობდა. სწავლა, განტვირთვა გართობა - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იყო, რაც ილიასთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

უნივერსიტეტში გამორჩეული სწავლის გამო ილია კომპიუტერული მეცნიერების კურსის ერთ-ერთი საგნის, კერძოდ კი Scripting Languages-ის სტუდენტ ასისტენტად დაინიშნა. იგი აღნიშნულ კურსს თავის თანატოლებს ასწავლის, უტარებს სემინარებს და კითხვების შემთხვევაში მათ საოფისე საათებზე ეხმარება.

„თავიდან უცნაური იყო ჩემი თანატოლებისთვის რაღაცის სწავლება, თუმცა მალევე შევეჩვიე. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და ახალი მეგობრებიც შევიძინე,“- გვეუბნება ილია და ამბობს, რომ ბედნიერია,რადგან დიდ პასუხისმგებლობას თავი კარგად გაართვა. 

უნივერსიტეტში სწავლისა და მუშაობის გარდა დრო კარიერული განვითარებისთვისაც რჩება. ილია ინჟინერია და უკვე რვა თვეა Solvd Inc-ში მუშაობს. ყოველდღიურად უწევს ისეთ პროგრამულ ენებთან მუშაობა როგორებიცაა Java, Python, JavaScript, Scala, Gatling.  იგი აქტიურად ეძებს ახალ შესაძლებლობებს და ცდილობს, სტუდენტობის წლები რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.

გასული წლების განმავლობაში არაერთი კარიერული მიღწევა ჰქონია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის Amazon-თან გასაუბრება აღმოჩნდა - „აღნიშნული ინტერვიუ საკმაოდ მოულოდნელი და გამოცდილებით სავსე იყო. ბაზრის ერთ-ერთ ლიდერთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს“. 

სწავლისა და პროდუქტიულობის გარდა, ილიასთვის სოციალური ცხოვრებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.  პროდუქტიული დღის შემდეგ მისთვის საყვარელი განტვირთვის ხერხი მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. კამპუსი მას ამაშიც ეხმარება. ახლო ადამიანებთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრება შესაძლებლობას აძლევს,რომ დამღლელი კვირის შემდეგ მათთან ერთად პარასკევ საღამოს კამპუსზე game room-ში მაგიდის ტენისი ითამაშოს ან cinema room-ში საყვარელ ფილმებსა თუ სერიალებს უყუროს. მეგობრებთან დროის გატარების გარდა ჭადრაკის თამაშითაა დაინტერესებული და როგორც თვითონ ამბობს, სკოლის ასაკიდანვე არაერთი ჯილდო და პრიზი აქვს მოგებული ტურნირებში. 

როგორც ილია გვეუბნება, ცდილობს, ბალანსი იპოვოს გართობასა და სწავლას შორის, რასაც თავს საკმაოდ კარგად ართმევს. დაცული ძილის გრაფიკით, ძლიერი მოტივაციითა და დროის კარგი მენეჯმენტის მეშვეობით დღის განმავლობაში კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს, საღამოს კი მეგობრებთან ერთად ისვენებს. 

როგორც თვითონ გვეუბნება, ბედნიერია, რომ არჩევანი აბიტურიენტობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა და მომავალში კვლავ ელოდება არაერთ ახალ შესაძლებლობას, როგორც კარიერული,ისე პიროვნული განვითარებისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება