სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ესმა დეიდაც მოვა და ციცო დეიდაც“... „სხვათა შორის გრანტს ველოდებით“... - ესმა, ციცო, მე, ბებია ილიკო, ილარიონი და 300 არაგველი ქართულის გამოცდაზე
03-07-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო, აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში წერენ. გამოცდის პირველი დღე განსაკუთრებით ემოციურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც აბიტურიენტებს გარეთ ელიან. საგამოცდო ცენტრთან მშობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოლოდინის ტრადიცია არც წელს დარღვეულა; როგორც ამშვიდებენ ერთმანეთს გულშემატკივრები და რა ხდება 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრთან მაშინ, როცა აბიტურიენტები გამოცდაზე არიან;

ავთანდილი-ტარიელი“, „როსტომ ერისთავი“... „რედაქტირებაში მძიმეები ჩავამატე“ - რა წერეს აპლიკანტებმა ქართულის გამოცდაზე

„ესმა დეიდა და ციცო დეიდაც უნდა მოვიდნენ, გარეთ დაველოდებით ყველა“,- ისმის ერთ-ერთი გულშემატკივრის, ხმა, რომელმაც, როგორც ჩანს მოსაუბრეს ტელეფონით ვერ გააგონა და გადაძახილით გადაწყვიტა ამბების მოყოლა; არცაა გასაკვირი - ყველა ღელავს, შესაძლოა, აბიტურიენტებზე მეტად მშობლები, თუმცა ერთმანეთს უმხელენ, როგორ ნერვიულობდნენ შვილები გამოცდის წინ:


„ბავშვი დასტრესილია, დილით ძლივს დავაწყნარეთ“... „ჩემიც ეგრეა, მეუბნებოდა, არ წამოხვიდეო, მაგრამ სახლში რა გამაჩერებდა“.

„გეხვეწები, გავალ რაა“ - პირველი აბიტურიენტი გამოცდიდან უკვე გამოვიდა

სხვათა შორის, როგორც ჩანს, აპლიკანტების ნაწილს არ სურდა მშობლის გულშემატკივრობა: „უცნაური ბავშვია, არაფრით უნდოდა რომ წამოვსულიყავი, მარტო უკეთ ვიქნები, რატომ უნდა იწვალოო, მაგრამ მეც უნდა გამიგოს, სახლში ლოდინი უფრო რთულია“, - ქოთქოთებდა აღელვებული დედა, რომელიც ეკლესიის წინ  პირჯვარს იწერდა და თან ლოცვასავით იმეორებდა ყველა პროგრამულ საკითხს, რომელიც შესაძლოა ტესტირებისას „მის ბავშვს“ შეხვედროდა.

„ვუთხარი, დრო მაქსიმალურად გამოიყენე-თქო; დედა ენაცვალოს, 7-ში მათემატიკა აქვს“... „მეც ვნერვიულობ, აბა, რა იქნება.“ „ჩემი ძალიან სწრაფია და მასწავლებელი ეუბნებოდა, დაკვირვებით იმუშავე, რამე არ გამოგრჩეს. გრანტის იმედიც გვაქვს, სხვათა შორის“ - ისმოდა გუშლემატკივრების წამოძახილები, რომლებიც გამოცდიდა პირველივე აპლიკანტის გამოსვლისთანავე სრულად მიჩუმდა და უცებ ერთ-ერთ მშობელს აღმოხდა - „ლუკაა“... უფ, შემეშალაო - უხერხულად შეიშმუნა და სასხვათაშორისოდ, განმარტებასავით ამოილუღლუღა: „პირველი ბავშვი რომ გამოვიდა, ლამის გულმა დამარტყა. სკოლის ეზოში რომ ვიყურები, ლუკა მელანდება“...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება