სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

მამა, 10 წლის შვილს სხვა მოზარდების ცემას აიძულებდა და ამას კამერით იღებდა - დაწყებულია გამოძიება
27-06-2023
-
+


შიდა ქართლში, მამა არასრულწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ცემას ვიდეოთი იღებდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. 

ინციდენტი სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიცაა განთავსებული. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი „მთავარ არხთან“ ამ,ბობს:

„ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა ეს ბიჭი სცემეო. 9 წლის ბავშვზეა საუბარი. არავინ გააშველოთ თორემ დაგხოცავთო, ყვიროდა და ვიდეოს უღებდა. მიდი, მოკალიო თავის შვილს ეუბნებოდა. 9 წლის ბიჭი ისე სცემა 10 წლის ბიჭმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამით გამოწერეს. პოლიციამ იცის ყველაფერი მაგრამ ჯერ კაცი არ დაუკავებიათ",- გვეუბნება თვითმხილველი.

 დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი. მისი ინფორმაციით, მამა არასრულწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ცემას ვიდეოთი იღებდა. 

„ამ ბავშვის მამა ტელეფონით იღებდა ვიდეოთი. ბავშვი ცუდ მდგომარეობაში იყო, შეშინებული იყო, მამა დგას და თავის შვილს აცემინებს, ბავშვი ეკითხება თავის დედას შენ რატომ არ დაარტყიო, მე მეშინოდა მაგის. ამხელა ვირი კაცი თან აცემინებს და თან სხვებს ეუბნება ახლოს არ მიხვიდეთო და ხელით ურტყამს სხვებს თან ბავშვებს ვიდეოს უღებდა, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე ჩანს. მაგის მამას პოლიციასთან ახლობლობა აკავშირებს, ერთი ის ვიცი, რომ პოლიცია უნდა მისულიყო და წაერთვა ტელეფონი, სანამ წაშლიდა ვიდეოს. ეს ბავშვი, რომელიც აცემინა, „ბირჟაზე“ დგას ბავშვებთან ერთად. ეს კაცი თავის მანქანით მოდის სახლიდან ბავშვი მოჰყავს და ვიდეოზე ჩანს მანქანა მოდის „ბირჟაზე“, აჩერებს თავის ბიჭს ეუბნება მიდი ჩადი ახლა, ამ კამერაში ჩანს, თავისი ბავშვი ჩამოდის და ამ ბავშვს დასცხო, მოტოციკლეტიდან გადმოაგდო“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე,  ძალადობის მუხლით დაიწყო. კაცი, რომელიც ჩხუბის ვიდეოს იღებდა ამ დრომდე დაკავებული არაა. მთავარი არხის ინფორმაციით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მასთან სოციალური მუშაკები მუშაობენ.

უცნობია, რა მიზნით იღებდა კაცი ჩხუბის ვიდეოს, ასევე უცნობია, ჰქონდა თუ არა შემთხვევას სისტემატური ხასიათი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება