სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზია – უპირველეს ყოვლისა“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
21-06-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ თარიღი აღნიშნეს.

მათ შორის იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რასთან დაკავშირებითაც სკოლაში, ღონისძიება -  „პოეზია – უპირველეს ყოვლისა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში VII–VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ზეიმს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დალი ხეცურიანი, რომელიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავადაც აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიებაში.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებს: ლ. ტუკვაძეს, ლ. ომანაძეს, ლ ტუსკაძეს, მ. შვანგირაძეს, თ. ჯიმშელეიშვილს, ლ. ჯიმშელეიშვილს, დ. კინწურაშვილს, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.

ხოლო, ლექსების გამომეტყველებით წაკითხვისთვის სიგელით მოსწავლე - გიორგი ჯიმშელეიშვილი დაჯილდოვდა. 

„სკოლის დირექტორმა - ნინო ჯალიაშვილმა მონაწილეებს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - დალი ხეცურიანს საინტერესო, ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება