სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე“ - ნინო ჯოჯუა, გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. ის თავისი შრომისმოყვარეობითა და საქმისადმი ინტერესით მოსწავლეთათვის მაგალითის მიმცემია. დირექტორი მოსწავლეებს მუდამ სწავლისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ საქმე გულით აკეთონ, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, ასე კი წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნინო ჯოჯუასთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- დიდ მადლობას, რადგან მთელი წელი მონდომებით იდგნენ ჩვენს გვერდით.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- წინსვლას, წარმატებებს და კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვას.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ავირჩიე მომავალი პროფესია, რომელიც დღემდე მიყვარს.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე, შეუდგნენ წერა-კითხვის შესწავლას და იმეტყველონ გამართულად მშობლიურ ენაზე.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ეს იყო მე-12 კლასელების დიდი მადლობა და გულისხმიერება, როცა მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება