სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დიდ მადლობას ვეტყვი მშობლებს, არ წყვეტენ ჯაჭვს, რასაც ჰქვია მოსწავლე, მშობელი და სკოლა“- მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე
16-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე მოსწავლეებთან გასაკუთრებული - თბილი და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის ბავშვებთან უშუალო დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. მოსწავლეებისთვის ის მაგალითის მიმცემია. დირექტორი, მათ სწავლასა და შრომას შთააგონებს. ბავშვები მის მონდომებას, ყურადღებასა და მეგობრულ ურთიერთობას აფასებენ და თავადაც სიყვარულით არიან მისდამი განწყობილნი.

etaloni.ge გთავაზობთ  ბლიც-ინტერვიუს დირექტორ თემურ მიქელაძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...
- განსაკუთრებული ჩვენი სკოლისათვის, 5 ეროვნულების მაღალმთიანი გრანტი, რონდელის ფონდის ჩვენის სამყაროს ტესტირებაში რაიონის მაშტაბით პირველი ადგილი .

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- დიდ მადლობას ვეტყვი მშობლებს, არ წყვეტენ იმ ჯაჭვს, რასაც ჰქვია მოსწავლე, მშობელი და სკოლა.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ამაყი ვარ, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვარ.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ასეთი პირობები არ იყო.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- თქვენ დიდი წარმატება გელით.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- განსაკუთრებით დამამახსოვრდა ასიე ნადირაძის პოსტი: პოსტების დაწერით დიდად არ გამოვირჩევი მაგრამ, ორი სიტყვა მინდა ჩემს პატარა თბილ და გამორჩეულ სკოლაზე გითხრათ. ჩვენი პატარა სკოლა ქალაქის დიდ ცემენტისკედლება ცივ სკოლებს არ ჰგავს. არც ისეთი ურთიერთობა გვაქვს მოსწავლეები დირექტორის დანახვისას, რომ ზიზღით ივსებიან. ჩვენთან მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ისეთი ურთიერთობაა გამვლელები უბრალოდ გაოცებას ვერ მალავენ. განსაკუთრებით კი სკოლის დირექტორი. თემურ მიქელაძე მისი მიდგომა და ჩვენდამი დამოკიდებულება იმდენად დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებელია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ჩვენთან დირექტორის კაბინეტი შიშთან არასდროს არ ასოცირდება, პირიქით შიგნით შესვლა ისე გვიხარია როგორც ჩვენს პატარა და თბილ სახლებში, რადგან ყველამ ვიცით რომ იქ იმაზე დიდი სიყვარული და სითბო დაგვხდება ვიდრე ეს გარედან ჩანს.

- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეთა დიდი მოტივაცია სკოლისა თუ წიგნის მიმართ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება