სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 
14-06-2023
-
+


თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, წელს  აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ.

საბავშვო ბაღში რეგისტრაციის წესი იცვლება - კახა კალაძე

„თქვენ იცით, რომ პანდემიის პერიოდში საზაფხულო ბაღები გაუქმებული იყო გამოწვევებიდან და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო. წელს ივლისის თვეში მუნიციპალური ბაღების 17 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება 45 საბავშვო ბაღი.

საზაფხულო ბაღები ივლისის ბოლომდე იმუშავებს

ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის თვეში შვებულება აიღოს, გავიდეს ქალაქიდან, მათ უწევთ მუშაობა და, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით, ყველანაირად შევუმსუბუქებთ რეალობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზაფხულო ბაღები გაგვეკეთებინა. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. საზაფხულო ბაღების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.kids.org.ge“, - განაცხადა კალაძემ.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება