| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის, რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა, თემაზე - „დედამიწის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
საგნობრივი ვიქტორინა ბიოლოგიაში, 2 ივნისს მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ და ღრმად შეესწავლათ ეკოლოგიურ საფრთხეები, რომლის წინაშეც პლანეტა დგას.
ვიქტორინაში სკოლის მე- 8 „ა„ და მე-8 „გ“ პარალელური კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა ოთხ ეტაპად წარიმართა.
პირველ ეტაპზე, შესაბამის თემაზე, თითოეულმა კლასმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომელსაც დაერთო კედლის გაზეთები, მაკეტები, ბუკლეტები, სლაიდები, გამოკითხვის შედეგები დიაგრამების სახით და იქვე დაისახა ეკოლოგიური საფრთხეების გადაჭრის გზები.
მეორე ეტაპი მოიცავდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას და შეფასებას.
მესამე ეტაპზე მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სლაიდებზე უნდა ამოეცნოთ დედამიწის ეკოლოგიური რისკები, რასაც მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს.
მეოთხე ეტაპზე კი, გაიმართა დასკვნითი კონკურსი. მოსწავლეებს მიეცათ დავალება - დაეწერათ ესე დედამიწაზე, თემა კი - „ჩემთვის ყოველი დღე დედამიწის დღეა“, გახლდათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასის ლიდერებმა ეს დავალებაც სანიმუშოდ შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს გამარჯვებული კლასი გამოვლინდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ