სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერადი ბუშტები და შთამბეჭდავი ღონისძიება მეძიბნის საჯარო სკოლაში - დირექტორმა ბავშვებს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა
07-06-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ზეიმი გახსნა და მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის დირექტორმა - სერგო დუმბაძემ მიულოცა და მათ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

„აგრეთვე, სიტყვით გამოვიდა სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი - უშანგი დუმბაძე, რომელმაც ისაუბრა ბავშვების უფლებებზე და გაამახვილა ყურადღება, თუ როგორი დიდი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება