| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.
ამჯერად, დაწყებითი საფეხურის - I-IV კლასების მოსწავლეები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მათ, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, ბორჯომის პლატო, წმინდა სერაფიმ საროველის ეკლესია მოინახულეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბორჯომის პარკში გაისეირნეს.
ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
„ძალიან საინტერესო, ლამაზი, მხიარული დღე გამოგვივიდა! მადლობა მასწავლებლებს, მშობლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ექსკურსიები მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს და მათ საჭირო ცოდნას სძენს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ