სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება სკოლებისთვის დიდი სტიმულია - „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
04-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ქობულეთის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თეკლა გოლიაძე.

როგორც თეკლა აღნიშნავს, პროექტში გამარჯვება დიდი პატივი და სტიმულია მისთვის:

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი პატივი და სტიმულია ჩემთვის. პროექტმა მეტად თავდაჯერებული და მიზანსწრაფული გამხადა. მადლობა „ეტალონს“ მოცემული გამოცდილებისა და სიხარულისთვის.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს:

„მრავალ პროექტს შორის, რომელიც ჩვენთან ხორციელდება, „ეტალონი“ თავისი მიზნებით, მასშტაბებითა და სიკეთით გამოირჩევა. გოჩა ტყეშელაშვილი მთელ გულსა და ენერგიას დებს მომავლის საქმეში, მადლობა ამისთვის. ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობას და მეტი წარმატებით სვლას ვუსურვებ ცხოვრებაში.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის:

„განუმეორებელი დღე იყო ქობულეთისთვის. მართლაც ეტალონი პროექტია „ეტალონი“. ბედნიერებაა ამდენი მიზანსწრაფული ახალგაზრდის ხილვა. მადლობა მათ მშობლებს, პედაგოგებსა და ამ პროექტს ეროვნული საქმის მსახურებისთვის. წარმატებები „ეტალონსა“ და ჩვენი ქვეყნის მომავალს.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობისა საქმეთა სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე მოხარულია მოსწავლეების სწავლისადმი დაინტერესებით:

„მოხარული ვარ „ეტალონში“ ბავშვების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით. ესაა ეროვნული პროექტი, რომელიც ახალგაზრდობის განათლებას, მათი საუკეთესო კუთხით წარმოჩენასა და წახალისებას ემსახურება. მადლობა „ეტალონს“ მომავალზე ზრუნვისთვის და მადლობა მოსწავლეებს, რომ ცოდნისა და წარმატებისკენ არიან მიზანსწრაფულნი.“

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი მადლონა გოგიტიძე აღნიშნავს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს:

„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და მოსწავლეებიც სულ უფრო მეტი მონდომებითა და თავდაჯერებულობით მიისწრაფვიან წარმატებისკენ. მადლობა პროექტს ეროვნულ-საგანმანათლებლო ფასეულობებისთვის. მეტი წარმატება ჩვენს მოსწავლეებსა და „ეტალონს“.

ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ია სურმანიძე აღნიშნავს, რომ თეკლას წარმატება დიდი სტიმულია სკოლისთვის:

„თეკლამ თავისი წარმატებით დიდი სიხარული და სტიმული მოუტანა სკოლას. ღირსეული გამარჯვებულია, ნიჭიერი და მიზანსწრაფული. „ეტალონის“ შთაგონებით წლებია, სკოლაში ინტელექტუალური კლუბი „ნიუბი“ ფუნქციონირებს, რონელიც პროექტთან ერთად, აშენებს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ მომავალს.“

„ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თეკლა გოლიაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება