სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ქობულეთის ეტალონზე“ საქართველოს წარმატებულ მომავალს უკრავენ ტაშს
03-05-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ქობულეთს სტუმრობს.

ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქობულეთის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს. მასში ქობულეთის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ქობულეთის ეტალონ მოსწავლეს“, რატი თხილაიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, რატის სკოლას - ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირონ მეორის სახელობის საგანმანათლებლო მართმადიდებლურ ცენტრს „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

„ქობულეთის ეტალონზე“ მუსიკალური ნომრები შეასრულა ქობულეთის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა. ისინი ორი სიმღერით - კუჩხი ბედინერითა და ტაშ-ფანდურათი წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. შემდეგ კი დამსწრეების ყურადღება ბექა გუნთაიშვილმა მიიპყრო ლექსით - პოპური.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.













კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება