სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
24-05-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებს პედაგოგები ქვეყნის კულტურას აქტიურად აცნობენ და ამასთან დაკავშირებით საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მე-6, მე-6, მე-6, მე-6 და მე-6 კლასების დამრიგებლები და მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის თანადგომისა და მხარდაჭერით გაიმართა.

მუზეუმის ხელმძღვანელის -რამაზ მორჩაძის ორგანიზებით, სკოლის ჰოლში გამოიფინა მუზეუმში დაცული ეროვნული სამოსი და მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიწვეულები იყვნენ ქუთაისის N13 საჯარო სკოლის უკრაინელი მოსწავლეები და მშობლები.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები, ტრადიციები, ეროვნული სამოსი და ქართული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ასევე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ქართული ფოლკლორი სიმღერითა და ცეკვით გააცოცხლეს ხალხური სიმღერების გუნდმა - „პატარა ადილამ“ მაიზერ გაზდელიანისა და ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „ორნატი“ მამუკა გეწაძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი - ნინო არობელიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუზეუმებისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება