სიახლეები
სიახლეები

მაძიებლებს კონსულტანტებს დაუნიშნავენ - ვის ეხება პილოტური პროგრამა
24-05-2023
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა პილოტური პროგრამა − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვისთვის. 

პროგრამის მიზანია, მდგრადი, მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ჩართულობისა და ინკლუზიის საფუძველზე, მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება და დაფუძნებულია არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე.

პროგრამის განხორციელების საპილოტე რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამეგრელო.

პროგრამის ღონისძიებები დაკავშირებულია საპილოტე მომსახურებების მიწოდებასთან და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

ა) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ მაძიებელ ოჯახებში ვიზიტი, მათი შესაძლებლობებისა და უნარების შეფასება, სააგენტოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, პოტენციური შინამეურნეობების იდენტიფიცირების მიზნით;

ბ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგები, საპილოტე რეგიონების მიხედვით, წარედგინება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას – რეგიონულ საკოორდინაციო მექანიზმს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მაძიებელი ოჯახების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმი, ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას შინამეურნეობის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის („თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის) თაობაზე;

გ) რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მაძიებელ ოჯახებთან „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება;

დ) შინამეურნეობების ეკონომიკური შესაძლებლობების კვლევა, სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობების გათვალისწინებით, კონკრეტული და შესაბამისი ეკონომიკური ინტერვენციის მიდგომების განსაზღვრის მიზნით;

ე) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება პროგრამის მონაწილე შინამეურნეობის მამრობითი და მდედრობითი სქესის წევრების დიფერენცირებულ შესაძლებლობებსა და რესურსებზე, ეკონომიკური ინტერვენციების კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრით საარსებო წყაროს უზრუნველყოფის მიზნით;

ვ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ შინამეურნეობის წევრების ინდივიდუალური კონსულტაცია პიროვნულ და შრომითი უნარების განვითარებაზე, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ხელმისაწვდომ სოციალურ სერვისებში ჩართულობის ხელშეწყობა (დახმარება განაცხადის შევსებაში, დოკუმენტაციის შეგროვებაში და ა. შ.);

ზ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის ხელმძღვანელობით შინამეურნეობებისთვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი მიდგომების შერჩევა, შინამეურნეობის წევრის (წევრების) შესაძლებლობებისა და არსებული შრომის ბაზრის გათვალისწინებით;

თ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ თითოეული შინამეურნეობიდან წევრ(ებ)ის შერჩევა, რომელიც (რომლებიც) გაივლიან შესაბამის ტრენინგს (თეორიულ და პრაქტიკულ) ძირითად ტექნიკურ უნარ-ჩვევებში და შესაბამის ორგანიზაციაში სტაჟირებას, აგრეთვე ოჯახის წევრის იდენტიფიცირება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის გადამზადებას მეწარმეობის ან/და მცირე ბიზნესის საკითხებში;

ი) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის ხელმძღვანელობით, ბენეფიციარი შინამეურნეობისთვის მცირე გრანტების ან დამწყები ბიზნესინიციატივების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო აქტივობების განხორციელების მხარდაჭერა;

კ) სხვადასხვა მიმართულებით (გენდერული ინკლუზიური ფინანსური პროგრამირება/მენეჯმენტი, პოზიტიური აღზრდა, იმუნიზაცია, კომუნიკაციის უნარები, სტრესის მართვა, გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია, ბავშვთა უფლებები და სხვა), შინამეურნეობების დაკავშირება შესაბამის სერვისის მიმწოდებლებთან შემდგომი გადამზადებისთვის, ასევე მათი კოლექტიურ ღონისძიებებში ჩართვის მხარდაჭერა (ბავშვთა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ახალგაზრდული კლუბები და ა. შ.);

ლ) ყოველი მიზნის/ამოცანის მიღწევის შემდეგ განვითარების სამოქმედო გეგმის შეფასება/გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში, შესწორებების/ცვლილებების შეტანა;

მ) სხვა აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

პროგრამის ფარგლებში, მაძიებელი ოჯახები სააგენტოს მიერ პროგრამაში რეგისტრირდებიან რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საპილოტე რეგიონების მიხედვით გამოვლენილი ოჯახებიდან მაძიებელი ოჯახის შესაძლებლობებისა და სოციალური უნარების შეფასების შემდეგ.

მაძიებელი ოჯახი ითვლება პროგრამაში რეგისტირებულად (ჩართულად) სააგენტოსა და ბენეფიციარ ოჯახს შორის „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.

რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმი არის სააგენტოს მიერ საპილოტე რეგიონულ დონეზე შექმნილი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სააგენტოს თანამშრომლებით და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმში შესაძლოა, შევიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ან/და სხვა მიწვეული პირები. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტო.

კომენტარები


ეტალონი

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

როდის ირიცხება საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელი - საპატიო მიზეზების ჩამონათვალი

ბათუმსა და თბილისში სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვნის მუშაობის ფაქტები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

 საკოორცინაციო საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები კანონით განისაზღვრა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი აქტივობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა

 

 

მსოფლიოს ბავშვების ყველაზე საყვარელი მწერლის დაბადების დღე მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობებით იზეიმეს

ექთნის ამგვარი გულისხმიერი მუშაობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლაში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას

საინტერესო

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

სიახლეები
საზოგადოება