სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მერკური“ — სამკერვალო სოციალური საწარმო, სადაც ხელით შექმნილი თითოეული ნაკერი ცვლილების ნაწილი ხდება
30-06-2025
-
+


სსიპ ნიკოლოზ (ნიკო)კეცხოველის სახელობის ქ. გორის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების  ინიციატივით, სამკერვალო სოციალური საწარმო „მერკური“ დაფუძნდა, რომლის მიზანია სასკოლო სივრცეში სამეწარმეო კულტურის გაღვივება, მდგრადი წარმოების ხელშეწყობა და სოციალური ჩართულობის გაძლიერება.

„მერკური“ არ არის მხოლოდ მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების შეძენის ადგილი —
ეს სივრცე ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მრავალშვილიანი დედებისთვის.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საწარმოს საქმიანობაში — სწავლობენ ქარგვას, კერვას, დიზაინს და  იძენენ ცოდნას, რაც მათ დამოუკიდებელი საქმიანობის წამოსაწყებად გამოადგებათ.

სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).

 

R


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება