სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე იქნება
30-06-2025
-
+


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების ახალ მინისტრად გივი მიქანაძე დაასახელა. 

„მინდა წარმოგიდგინოთ გივი მიქანაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. ორი სიტყვა მინდა, რომ ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დიდ ბრიტანეთში „ესექსის“ უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება, ასევე, ფართო პოლიტიკური გამოცდილება, ასევე, უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო ლექტორი და პედაგოგი სხვადასხვა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში. ასევე, არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, მას ამ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავ დღის წესრიგში დარჩება და მიმდინარე რეფორმების დაჩქარებისთვის ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადაიდგმება.

„ჩემთვის უდიდესი პასუხსიმგებლობა და პატივია ვსარგებლობდე ასეთი მაღალი ნდობით და ვუხელმძღვანელო სამინისტროს, რომელიც მომავალი თაობების აღზრდასთანაა დაკავშირებული. მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავ დღის წესრიგში რჩება, მაქსიმალურად მაქვს მზაობა, იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით უმაღლესი რანგით იყოს აღნიშნული. მაქსიმალური მზაობა მაქვს, რომ ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, - განაცხადა მიქანაძემ.

განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ თანამდებობდა დღეს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. შეგახსენებთ, რომ წულაძე მინისტრად 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება