სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა“... - ისაუბრა თუ არა პრემიერმა მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებზე
30-06-2025
-
+


საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოხსენება წარადგინა, რომლის ფარგლებშიც შეეხო განათლების დაფინანსების საკითხს.

„სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 30-30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას“, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ 2024 წელს დასრულდა 71 საბავშვო ბაღის და 110 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის და 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა ერთი და მიმდინარეობს 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა.

გარდა ამისა, მან უმაღლესი განათლების მიმართულებით გასატარებელ ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას“...

რაც შეეხება პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას, ამ საკითხზე პრემიერის მოხსენებაში არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ, მისი თქმით, გადაიხედება ეროვნული სასწავლო გეგმა და სასწავლო პროგრამა.

„ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს... ორ-სამ წელიწადში, უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლეს განათლებაში“, - განაცხადა კობახიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება