TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ, შვილებივით ტკბილებო“- ივანდიდის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები სიყვარულით გააცილეს
22-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვულებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

მათ სკოლის დირექტორი ლია ჩიხლაძე ემოციურად დაემშვიდობა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. 

„ბოლო ზარი - დღე, რომელიც ემოციებითაა დატვირთული. როგორც პირველ კლასში შესვლა, ისე სკოლის დამთავრებაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და განუმეორებელია. თქვენ, თქვენს მშობლიურ სკოლას, აღმზრდელ პედაგოგებს თქვენებური სითბოთი და სიყვარულით მოეფერეთ, დაუვიწყარი ლამაზი დღე გვაჩუქეთ.
ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ, შვილებივით ტკბილებო. თქვენთან ერთად ვულოცავთ ყველა მე-12 კლასელს სკოლის დამთავრებას..
უფლის მადლი გფარავდეთ ცხოვრების სავალ გზაზე!
„დღეს ბოლო ზარის წკრიალი,
გაისმის იმერ-ამიერ,
ამ ვაჟებს, ამ ქალიშვილებს
მრავალგზის მრავალჟამიერ!“,- წერს სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება