TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგვზარის საჯარო სკოლა იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს შეუერთდა
19-05-2023
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს საინტერესო ღონისძიებებით გამოეხმაურა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა შეხვედრები სასკოლო თემთან, სკოლის ექიმის, შორენა მაჭარაშვილის, ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს, იმუნიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე მათთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრებმა პედაგოგებისა და მშობლების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა არაერთი კითხვა, რომელსაც ექიმი ამომწურავად პასუხობდა.

კვირეულის მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„ვიყოთ უფრო დაცული და ვიცხოვროთ ბედნიერად და ჯანმრთელად!“ -  ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდება. 

ცნობისთვის, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას, მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება, რომლის მიზანს ვაქცინაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

2023 წლის თემა გახლავთ „დიდი გამოწვევა“, რომლის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მუშაობს ზოგადი პოპულაციისა და განსაკუთრებით ბავშვებში ვაქცინაციის საკითხის სწრაფი პროგრესირებისთვის.
CDC მოუწოდებს ქვეყნებს ბავშვებში გამოტოვებულ ვაქცინაციაზე სწრაფი რეაგირებისა და იმუნიზაციის კუთხით ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებისკენ.

იხილეთ ფოტოები:

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება