სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზის სხივი სარკმელში“ -  შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენა ნაბაკევის საჯარო სკოლაში
18-05-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა პიესა - „მზის სხივი სარკმელში“, წარადგინეს.

პიესა, მე-7 კლასის  მოსწავლეებმა სასკოლო  პროექტის - „ჩემი, შენი, ჩვენი უფლებები“, ფარგლებში გაითამაშეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლი მუსიკის მასწავლებელმა, დირექტორმა - ეკატერინე ჯამბურიამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნანი შენგელიამ დადგეს.

სპექტაკლის აფიშა დაამზადა და სკოლის სოციალურ გვერდზე განათავსა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა მაია გოგავამ.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, ბავშვთა უფლებების დაცვას, ქუჩის ბავშვების პრობლემას და მოგვარებისთვის ბრძოლას.     

პიესა თემატურად გაფორმებული იყო ულამაზესი მუსიკით, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა სანახაობას.

სპექტაკლს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.  მაყურებლები 40 წუთის განმავლობაში გარინდული უყურებდნენ პატარა მსახიობების პირველ ნაბიჯებს სცენაზე და მათ მიერ გრძნობით წარმოთქმულ ფრაზებს ისმენდნენ. 

სპექტაკლის  წარმოდგენის  შემდეგ, ნანახის ირგვლივ საინტერესო  დებატები მოეწყო. დებატებს უძღვებოდნენ  სპექტაკლის ხელმძღვანელი მასწავლებლები: ეკატერინე  ჯამბურია  და   ნანი შენგელია, ასევე  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა ჭკუასელი. 

დებატებში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები და რამდენიმე მშობელი მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები თამამად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებას  თანამედროვე  ცხოვრების ერთ-ერთი  მძიმე პრობლემის შესახებ და ცდილობდნენ ესაუბრათ მისი მოგვარების გზებზე.    

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა დასკვნა გააკეთეს, რომ პრობლემის ამ კუთხით ჩვენება ეხმარება მოზარდს შეძლოს, როგორც საკუთრი, ასევე სხვისი უფლებების დაცვა.

„შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი, იგრძნობოდა სასკოლო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა წარმატების მიღწევაში“ - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება