სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული გაიმართა
18-05-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში ტრადიციული საგანამათლებლო კვირეულები საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ გააგრძელა.

ღონისძიებები 8 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. კვირეული მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა გახსნეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციები თემაზე - „აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კუთხეები“ წარადგინეს.

მათ ინფორმაცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ მოიძიეს, დაამუშავეს და წარადგინეს. 

გარდა ამისა, სკოლის ფოიეში მე-10 კლასის მოსწვლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მისი თემა - „ჩემი აღმოჩენები“ იყო, რომელიც დმანისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს მიეძღვნა. ამავე კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით წარადგინეს, სადაც დეტალურად იყო განხილული რა არის მდგრადი განვითარება.

ამასთანავე, ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ მოამაზადა და გამოაქვეყნა პოსტერი. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები.

15 მაისს კი, თამარობის დღესთან დაკავშირებით, მე-9, მე-8 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, დაამზადეს ბუკლეტი, ნახატი და პოსტერი.

„აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის მმართველობის პერიოდი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში „ოქროს ხანად“ იწოდება.
მადლობა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგოგებს - მაია ავალიშვილს, ნანა გიგაურსა და ლია იობაშვილს, ასევე, ყველა ჩართულ მოსწავლეს გაწეული შრომისა და ჩართულობისთვის! წარმატებებს და ბევრ საინტერესო პროექტს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება