სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N207 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
18-05-2023
-
+


თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

ამჯერად, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა სოფია ზუბარევმა, ელენე ჯებირაშვილმა, ნატალია პაჩკორიამ, ლუკა ქურციკიძემ, მიხეილ დულარიძემ, მარიამ ჯოლბორდმა, ლანა ოჩიგავამ და მარიამ ფირცხალავამ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სკოლაში პრეზენტაციები საინტერესოდ წარადგინეს. 

განიხილეს როგორც გლობალური აქტუალური პრობლემები, ასევე ადგილობრივი და დასახეს მათი გადაჭრის სამომავლო გზები. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს ბუნების დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალურობას, დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკური ნაგავი სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას, ადამიანებს, მთელ ფლორასა და ფაუნას. აუცილებელია, ამ მიმართულებით მოსახლეობის მეტი ინფორმირება, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას. სწორედ ამიტომ ჩვენთვის, მასწავლებლებისათვის უმნიშვნოლევანესია დავანახოთ ჩვენს მოსწავლეებს, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე, რა ცვლიებებს იწვევს ის და როგორ შეიძლება გავხადოთ ადამიანის ზეგავლენა სასარგებლო და სიკეთის მომტანი ბუნებისათვის. მიმაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს ამ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მათი გამოყენება თითოეულ მათგანს მოთხოვნილებად ექცეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება