სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხიდრის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ბოლო შეხვედრა გაიმართა
18-05-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

თამაშში - „რა? სად? როდის?“, თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინტელექტუალური თამაშის პერიოდში, ფინალურ ტურში,  VI კლასიდან XII კლასის ჩათვლით მონაწილეობდა სულ ხუთი გუნდი: „არწივი“, „მიჩურინის ვაშლი“, „შირა“, „ფენიქსი“ და „ჰოგვორცი“. 

ფინალური ტურის ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „ფენიქსი“ და „ჰოგვორცი“,  ეს შეხვედრა გუნდი „ფენიქსის“, წარმატებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე ბავშვები დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდნენ. დღის საუკეთესო მოთამაშედ კი, X კლასის მოსწავლე მარიამ გაგოშიძე დასახელდა. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ ფუნქციური უნარები, გაიზარდა მათი მოტივაცია ინტელექტუალური თამაშების მიმართ და გამოთქვეს სურვილი ყოველ სეზონზე აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში.

ხიდრის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორ მასწავლებლებს: ნათელა და ხათუნა ბერაძეებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება