TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე, რომ რედაქტორი ვიყო“ - საინტერესო პროექტი მენჯის საჯარო სკოლაში
18-05-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ელისო ლემონჯავამ მოსწავლეებს საინტერესო პროექტი - „მე, რომ რედაქტორი ვიყო“, შესთავაზა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის პროექტში მეხუთე - მეშვიდე კლასის მოსწავლეები მთელი წელია ჩართულნი არიან. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ითვალისწინებდა მოსწავლეთა დაინტერესებას შესწავლილი, წაკითხული მასალის აღსაქმელად და გასააზრებლად. მოსწავლეები წინასწარ შეძენილ წიგნაკებში წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ირჩევდნენ მათთვის საინტერესო მონაკვეთს, დეტალებს და ურთავდნენ ილუსტრაციებს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული სიფაქიზით იყო ჩართული პროექტში, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ ემოციებს, თავს იწონებდნენ ილუსტრირებული ტექსტებით, ეცნობოდნენ ავტორთა ბიოგრაფიულ ცნობებს, სიღრმისეულად წვდებოდნენ ტექსტის თემასა და იდეას.

წლის ბოლოს, სკოლაში შეაჯამეს პროექტის პოზიტიური გავლენა მოსწავლეთა ინტერესებზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოთქვეს პროექტის გაგრძელების სურვილი.

„არ ახალია, ის ფაქტი, რომ წიგნი შეუცვლელია აზროვნების საწვრთნელად, ცოდნის სიღრმისეული წვდომისა და სამყაროს შესამეცნებლად“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ დრომ ტექნოლოგიური განვითარების თვალუწვდენელი შესაძლებლობები მოიტანა, რამაც მოზარდი თაობა მიაჯაჭვა სოციალურ სივრცეს, თუკი, ეს თვალსაწიერის გაფართოების, ცოდნის შეძენის სურვილითაა ნასაზრდოები,  დიახაც, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი გზა არ არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი, ტექნოლოგიურ მიღწევებს, მხოლოდ თამაშის, გართობის სიმბოლოდ აღიქვამს.

„მიზანი, რომ მოზარდი, თუნდაც, რამდენიმე საათით მიგვებრუნებინა წიგნთან, შეერჩია, გაცნობოდა მათთვის სასურველ, საყვარელი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს, განეთავსებინა ერთ სივრცეში, საკუთარი ხელით, ხედვით ეზრუნა კარგი წიგნის შესაქმნელად, ვფიქრობთ, რომ მიღწეულია!

საუკეთესოდ რედაქტირებული წიგნი, აუცილებლად, დაიკავებს ადგილს სასკოლო ბიბლიოთეკაში!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება