სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაბა ხულოს საჯარო სკოლის პოდკასტი“ - შთამბეჭდავი პროექტი მოსწავლეებისთვის
18-05-2023
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „დაბა ხულოს საჯარო სკოლის პოდკასტი“ მორიგი აქტივობა გაიმართა. კერძოდ, მოსწავლეებმა პოსტერები და სტიკერები დაამზადეს, ჩაწერეს და სოციალურ ქსელში განათავსეს პირველი პოდკასტი. დამზადებული სტიკერები მოსწავლეებს დაურიგდათ.

როგორც ამბობენ, დილით სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კედლებზე გაკრული უცნაური პოსტერები დახვდათ, რაზეც წარმოდგენილია პოდკასტის შესახებ ინფორმაცია, დატანილი QR კოდი კი მოუწოდებს მნახველს დაასკანეროს და მოუსმუნოს გადაცემას (ანონსიც პოსტერზევეა განთავსებული).

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია არსებულმა პოსტერებმა. ისინი კითხულობდნენ, თუ რას ნიშნავდა პოდკასტი, კლუბის წევრები კი უხსნიდნენ განმარტებას და ესაუბრებოდნენ პროექტის შესახებ.

„ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ დაესკანერებინათ პოსტერი და აღნიშნული QR კოდის საშუალებით გაერკვიათ, თუ რის ხილვას შეძლებდნენ.
კლუბის მეურვე პედაგოგი, მზია აბულაძე, მადლობას უხდის კლუბის წევრებს აქტიურობის, თანამშრომლობისა და გვერდში დგომისათვის!
მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სკოლის დაინტერესებულ მოსწავლეს, მასწავლებელს, ასევე ნებისმიერ პირს შეუძლია მოვიდეს დაბა ხულოს საჯარო სკოლის პოდკასტში და ისაუბროს მისთვის სასურველ თემაზე!
მზად ვართ თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება