სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩრდილების თეატრის ფესტივალი“ სათხის საჯარო სკოლაში
18-05-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია ის საინტერესო პროექტები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს და სპექტაკლი გაითამაშეს. 

„არაქართულენოვან მოსწავლეებს აქვთ ქართულ ენაზე გამართულად ლაპარაკის პრობლემა, რაც დაბალ თვითშეფასებას იწვევს და აჩენს ქართულად ლაპარაკის კომპლექსს. ამ პრობლემის დასაძლევად ეფექტიანია მოსაწავლეთა ჩართვა სპექტაკლებში და სხვადასხვა როლის მორგება. სწორედ ამიტომ სკოლაში განხორციელდა  პროექტი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით აირჩიეს ნონა არევაძე-კოტორაშვილის მოთხრობა - „მეგობრები“, შექმნეს გმირები და დადგეს სპექტაკლი.

„პროექტის მიზანი, მოსწავლეებში ქართულად მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, ჩრდილების თეატრის საშუალებით თვითგამოხატვის ხელშეწყობა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება იყო.

სკოლაში ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„პროექტმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ ბილინგვური სწავლების კოორდინატორი ქნარიკ ქოსიანი და ხელოვნების დამხმარე მასწავლებელი შუშანიკ არუტიუნიანი.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება