| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი მიმართულებით ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს.
ამჯერად კლუბმა - „მწვანე სავანე“ მორიგი აქტივობა - „გავალამაზოთ ჩვენი გარემო“, ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრები, კურატორებთან - ლალი ბუხაიძესა და ცირა კაკუშაძესთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ ამ გამოწვევაში და თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხელით თითო ქოთანი ყვავილი შემატა სკოლის შიდა სივრცეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობით ბავშვებმა დირექციისგან მოწონება დაიმსახურეს.
სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა