TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 რჩეულ სკოლას და მოსწავლეებს 500-დან 5000 ლარამდე სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ 
17-05-2023
-
+


სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა.

თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოსწავლეებსა და სკოლების წარმომადგენლებს მიღწეული გამარჯვება მიულოცა და დიპლომები და სპეციალური პრიზები გადასცა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯს დგამს და ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებული გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა: I ადგილი ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ დაიმსახურა, ხოლო III ადგილზენინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა გავიდა.

I, II და III ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისად დაჯილდოვდნენ – 5000 ლარის, 4000 ლარისა და 3000 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით.

ცერემონიაზე I, II, III საპრიზო ადგილების მფლობელი სკოლების მოსწავლეები სტუმრების წინაშე თეატრალური კომპოზიციებით წარსდგნენ.

კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ჟიურის რჩეული 8 სკოლა, რომელთაც 500 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცემათ.

კონკურსი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის‘‘ ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში სასკოლო გუნდები ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით თეატრალურ კომპოზიციას დგამენ და მაქსიმალურად არიან ჩართულნი როგორც სცენარის დამუშავების პროცესში ასევე, რეჟისურაში, მუსიკალურ გაფორმებასა და სხვა აქტივობებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

სსიპ აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება