სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 სკოლაში თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა
15-05-2023
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში, 11 მაისს, სასწავლო პროექტის - „ფინანსური წიგნიერება“, ფარგლებში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად,  საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილე სასკოლო საზოგადოება ერთი იდეის  - „სიკეთის კეთების აუცილებლობა კაცთა შორის“ ირგვლივ გაერთიანდა.

„საქველმოქმედო აქციას კოორდინაციას უწევდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალი, ქალბატონი სოფო კონჯარიას ხელმძღვანელობით“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ორგანიზაციამ, სკოლის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით, აქციამდე ერთი კვირით ადრე, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

შეხვედრა მოზარდებში საქველმოქმედო საქმიანობისადმი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. ასევე, წითელი ჯვრის საზოგადოების ძირითადი საქმიანობის გაცნობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„აღმოჩნდა, რომ მოზარდებმა ბევრი რამ იცოდნენ წითელი ჯვრის მისიის შესახებ, მით უფრო, რომ N5 საჯარო სკოლის არაერთი მოსწავლე ირიცხება წითელი ჯვრის საზოგადოების რიგებში, როგორც მოხალისე“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საქველმოქმედო აქცია, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის, აყვანილი იყო პასუხისმგებლობის უმაღლეს ნიშნულზე.

მიმდინარე სასკოლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ პირადი ყულაბები, წითელი ჯვრის ლოგოებით, სადაც ერთი კვირის მანძილზე აგროვებდნენ დანაზოგს.

„ისინი ასევე, სპეციალურად მომზადებულ ცხრილში აწარმოებდნენ ყოველდღიური „შენატანის“ ანგარიშს, რომელიც დააჯამეს და შეადარეს ყულაბაში მოთავსებულ თანხას.მოსწავლეების შეგროვილმა თანხამ, საბოლოო ჯამში, 1025 ლარი შეადგინა, რაც ჩვენთვის ძალზედ სასიხარულოა.

N5 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მთელი პედკოლექტივი, გულწრფელ მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის. სიკეთე გადამდებია!“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება