სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯავახოს საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
15-05-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო აქტივობები და პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში ლიტერატურული საღამო მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბოლო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 მაისს სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ ახალაძის ხელმძღვანელობით, მშობლიური სკოლის კედლებში ლიტერატურული საღამო „მარტოობის კავალერს“ - გალაკტიონ ტაბიძეს მიუძღვნეს.

„ლიტერატურული საღამოს მონაწილეები მეთორმეტეკლასელები: ომარ ჩხაიძე, ივერი გაგუა, მარიამ კიკვაძე, ანა გრიგოლია, ლეილა ვაშაყმაძე, ქეთევან თარგამაძე თითქოს გალაქტიონის ლექსებით ემშვიდობებოდნენ მშობლიურ სკოლას, სადაც თავიანთი ბავშვობის საუკეთესო წლები გაატარეს; ადგილს, სადაც შეიძინეს მეგობრები, გაიგეს მეგობრობის ფასი, სადაც ყოველ წუთს გრძნობდნენ სკოლის დირექციისა და მასწავლებლების სიყვარულსა და მზრუნველობას; თითქოს, წინასწარ განიცდიდნენ  ნოსტალგიას, რომელიც წლების შემდეგ  ეწვეოდათ და მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებოდათ მშობლიურ სკოლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლიტერატურული საღამო პოეზიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე შეყვარებულ მსმენელებზე იყო გათვალისწინებული.                                                         

ლამაზად, სადად მოწყობილ დარბაზში ეკრანზე ვიდეოფირით გაშვებულ მდინარე რიონისა და გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ფონზე, სანთლების შუქზე წაიკითხეს მოსწავლეებმა  „რომელი საათია?“, „უსიყვარულოდ“, „მერი“, „მთაწმინდის მთვარე“, „მე და ღამე“, „ლურჯა ცხენები“, „მზეო თიბათვისა“.

„მათ მსმენელებს გალაქტიონის ცხოვრებაზე, სიყვარულზე, წრფელ გრძნობებზე, პოეზიასა და გენიაზე უამბეს. წაგვიკითხეს ოლია ოკუჯავასა და გალაქტიონის წერილები; წარმოგვიდგინეს გალაკტიონის გრაფიკული ნამუშევრები“, - ამბობენ სკოლაში.

ლიტერატურულმა საღამომ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა.

„სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა თვალნათლივ დავინახეთ ჩვენი შრომის ნაყოფიერი შედეგი, ვიგრძენით, რომ ჩვენს ყოველ ცდას, აღგვეზარდა დადებითი, მგრძნობიარე, ინტელექტუალური პიროვნებები, ფუჭად არ ჩაუვლია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამშობლოს ღირსეული ახალგაზრდები აღვუზარდეთ...  გულით ვულოცავთ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების მომავალ გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება