სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იორმუღანლოს საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
15-05-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესის გაღვივების, მათი შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება და კონკურსი იმართება.

მათ შორის ერთ-ერთია კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, თებერვალ-მარტის თვეში ჩატარდა.

კონკურსში, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდა, მეოთხე და მეხუთე კლასების ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის დასკვნით ეტაპზე ყველა მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს წარმატებულის სერტიფიკატი.

„უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ ბავშვებიცა და კათედრის ყველა მასწავლებელი ხალისით ჩაერთო კონკურსში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა მათგანს, განსაკუთრებით კი სკოლის დირექტორს -  ბატონ რიზვან უსუფოვს ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება