| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ამჯერად სკოლაში, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „მსოფლიო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დემოკრატიული და ავტოკრატიული სკოლების მახასიათებლები“.
გაკვეთილი მე-7ე კლასში გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნონა თოდუა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი დავით ნაჭყებია უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნინო სურმავა ესწრებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე წარდგენილი იყო ბეჭდური და ელექტრონული რესურსები.
მოსწავლეებმა, დაასახელეს დემოკრატიის ნიშან-თვისებები, განიხილეს მსოფლიო ლიტერატურაში წარმოდგენილი სკოლები, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები ჩაატარეს.
გაკვეთილი საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი თამარ მურუსიძე
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა