სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნეს
11-05-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

IIIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა აფციაურის ხელმძღვანელობით, ისტორიული ძეგლები მოინახულეს და დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა, მოძიებული ისტორიული მასალები ერთმანეთს გაუზიარეს, სხვასხვა სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული აქტივობები ჩაატარეს და ეროვნული გმირები გაიხსენეს, მათ შორის სამამულო ომის მონაწილე მანაველები. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მრავალფეროვანი ჩანახატები გააკეთეს, ლექსები წაიკითხეს  და სიმღერა „შავლეგო“, შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის ბოლოს მოსწავლეებმა, მშობელთა დახმარებით სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და დამზადებული ბანერები ხეებზე განათავსეს.

„საინტერესო და მხიარული დღე მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის... კიდევ ერთ დაუვიწყარ დღედ ჩაიწერება კლასის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება