სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სპექტაკლი - „ნოეს კიდობანი“ დაიდგა
11-05-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები, მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში I-IV კლასებში მუსიკის მასწავლებელმა - დარეჯან ჭანტურიამ და ხელოვნების მასწავლებელმა, გულნაზ აბრალავამ ბიბლიურ თქმულებაზე დაყრდნობით, სპექტაკლი - „ნოეს კიდობანი“ დადგეს, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუსიკის მასწავლებელთან ერთად, შეარჩიეს კოსტიუმები, დეკორაცია, მათ ასევე თოჯინები დაამზადეს და როლები შესანიშნავად მოირგეს.

„სპექტაკლი სცენისთვის მისადაგებულ მუსიკით იყო გაფორმებული: ჩაიკოვსკის - „გედების ტბა“, ხალხური სიმღერა - „მაი ლამაზი ბაჩაჩები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„სპექტაკლში ჩანდა, რომ დაცული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი (მუს. დაწყ.(1) 2, მუს. დაწყ.(1) 4, მუს. დაწყ.(1) 5; ს.გ. დაწყ. (1) 2, ს.გ. დაწყ. (1) 3 )“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა უკუკავშირში ჩანდა მათი დაინტერესება სპექტაკლით, ამასთანვე, მათ გამოთქვეს სურვილი როლების შერჩევისა და შესრულების დახვეწის,

„ბიბლიური თქმულების გათამაშებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში გემოვნებისა და შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, მუსიკალური ელემენტების როლის განსაზღვრას და შემდეგი სამიზნე ცნებების გააზრებას: განწყობა; ბუნებრივად და ხელოვნურად შექმნილი ხმები; მოტივი, რიტმი, ტემპი, მელოდია, ინტონაცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება