სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
11-05-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დედაენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

გარდა ამისა, სიმბოლურად, კედლის გაზეთიც დააზადეს გამოუშვეს, რომლის ავტორი მარიამ ტყემალაძეა.

„ამ თარიღს, ტრადიციულად, ყოველ წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ქართული ენა, რომელმაც გადაარჩინა მამული და სარწმუნოება. როგორც  ვიცით, ქართული ენა და დედა ენა, არაერთი მწერლისა და პოეტის მუზად იქცა, რომლებმაც მას ლექსები მიუძღვნეს. ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი, გრიგოლ ორბელიანი წერდა - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“, - ეს გენიალური სიტყვები იყო ჩვენი განსახილველი თემა“,- ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება