სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ურავის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
11-05-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა. 

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტების - „დემოკრატია იწყება სკოლიდან“ და „ჯანსაღი გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობამ პროექტი - „ადამიანის მავნე გავლენა გარემოზე“ განახორციელა.

პროექტი რაჭის სამთო ქიმიურ ქარხანას ეხებოდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების გაღრმავებას, გარემოზე სწორად ზემოქმედების თვალსაზრისით. ასევე, რეგიონში არსებული წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და სამომავლოდ, მისი სწორად გამოყენების გზების დასახვას. ერთ-ერთი მთავრი მიზანი კი ურავისა და ამბროლაურის N2 სკოლებს შორის ურთიერთობების განმტკიცება იყო. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ის ნაშთები მოინახულეს, რაც რაჭის სოფელ ურავის სამთო ქიმიური კომბინატისაგან დარჩა, შემდეგ ურავის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია - „რაჭის სამთო ქიმიური ქარხანა გუშინ და დღეს“ გამართეს. პრეზენტატორები მარიამ ყიფიანი, ლექსო მუსელიანი და ლუკა დარახველიძე იყვნენ.

პრეზენტაციას ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს მეგობარ სკოლას დარიშხანის წარმოების და საბადოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. აჩვენეს მათ, როგორ გამოიყურება დარიშხანი მადნეულის სახით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება