სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბის მორიგი სხდომა ჩატარდა
11-05-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, წიგნის მოყვარულთა კლუბის - „მწიგნობარი“ მორიგი სხდომა ჩატარდა. მას კლუბის წევრი მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე 6 მოსწავლე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. 

აქტივობა კურატორების - ვალიდა კვირიკაშვილისა და დარეჯან ნემსაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. პედაგოგებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ნაწარმოების ბოლო თავის - „გაზაფხულის ღელვანი“ შინაარსი გამოიკითხეს. 

საკვანძო საკითხების გაანალიზების შემდეგ, მოსწავლეებმა კროსვორდი შეავსეს, მე-6ა კლასის მოსწავლე მარიამ გურულმა კი საინტერესო ნახატი წარმოადგინა და ისაუბრა, თუ რატომ არიან მისი საყვარელი პერსონაჟები მაუგლი და ბალუ.

აღსანიშნავია, რომ ეს დავალება - წარმოადგინონ ნახატით ან მცირე ზომის თხზულებით „ჩემი საყვარელი პერსონაჟი“, კლუბის წევრებსაც მიეცათ. 

„ყურადღება გამახვილდა გაზაფხულზე, როგორც სიცოცხლის საწყისზე, განახლებაზე ბუნებაში, ადამიანის სულსა და გონებაში.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მაუგლიში მიმდინარე ჭიდილი ... და მაინც ადამიანებისაკენ მიბრუნება... საინტერესოდ იყო დანახული, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოში ადამიანად რჩება.
ობიექტური მიზეზების გამო (უშუქობა), სამწუხაროდ, ვერ შედგა დაგეგმილი ანიმაციური ფილმის ჩვენება, რაც აუცილებლად განხორციელდება უახლოეს დღეებში.
დასრულდა კიპლინგის შედევრზე მუშაობა. შემდეგ წიგნად კი კლუბის წევრებმა ედით ნესბიტის „რკინიგზის ბავშვები“ აირჩიეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხიელთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება