სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირეულს -  „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
11-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის V და VI კლასის მოსწავლეები, პედაგოგ სალომე ლორთქიფანის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

სასკოლო კვირეულის ჩატარების მიზანი იყო, ცნობიერების ამაღლება აფხაზეთის ისტორიის, კულტურის ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასკოლო კვირეული საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი გამოვიდა.

საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე გვიყვება. 

1. უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს მინი ლექციით საშუალებით მიმოვიხილეთ აფხაზეთი.

2. ამის შემდეგ მოსწავლეებმა შესაბამის თემატიკაზე შექმნეს სლაიდები,რომელიც შემდგომ წარადგინეს დამსწრე საზოგადოების წინაშე.

3. მოსწავლეებმა ზემოთ აღნიშული თემატიკის მიხედვით შექმნეს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები.

4. პროექტის ფარგლებში მოსწავლერებმა წერილები მოსწერეს აფხაზ თანატოლებს. აღნიშნული წერილები ღონისძიების ბოლოს, დიდი სიყვარულით და იმედით გავაგზავნეთ აფხაზ მეგობრებთან.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები გავაერთიანეთ ერთ ვიდეორგოლში. ემოციური მუსიკის ფონზე ვიდეორგოლი ძალიან შთამბეჭდავი გამოგვივიდა“,- აღნიშნავს პედაგოგი და დასძიენს, რომ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის უნარის განვითარება. იმ საკითხზე დაფიქრება,რომ ჩვენ, მომავალ თაობას შეგვიძლია ვიცხოვროთ გამთლიანებულ საქართველოში

„აფხაზეთი საქართველოა! მოვა დრო ჩვენ დავბრუნდებით!“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება