| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საერთაშორისო დღე - 23 აპრილი, რომელსაც წიგნის ჩუქების დღედ მიიჩნევენ.
28 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელთა თაოსნობით, ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლისთვისაც მოსწავლეებმა ადრიანად დაიწყეს მზადება - წაიკითხეს რჩეული წიგნები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ ისაუბრეს, წარმოთქვეს ლექსები და ერთმანეთს სამახსოვროდ აჩუქეს ყვავილები და წიგნები - როგორი ტრადიციაც აქვთ კატალონიაში.
„წიგნის ჩუქების დღე შთააგონებს ხალხს ერთმანეთთან საინტერესო წიგნების გაზიარებას და გვაჩვენებს, რომ წიგნი დღემდე ითვლება აქტუალურ საჩუქრად და არ კარგავს თავის ძალას და მნიშვნელობას ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაშიც კი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა