სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“- ქვენობნის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა
05-05-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სასკოლო კვირეული მოეწყო, რომლის თემაც „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ იყო. მასში მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კვირეულის ორგანიზატორებმა შეადგინეს სამუშაო გეგმა, რომელიც დღეების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

  • პირველი დღე - ორგანიზაციული სამუშაო;
  • მეორე დღე - კვირეულის გახსნა, ვიდეორგოლის ჩვენება აფხაზეთის ომზე;
  • მესამე დღე - მოსწავლეების პრეზენტაციებისა და პროექტების - „აფხაზეთის გმირები“ წარდგენა. აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსი ბერაძის ოჯახთან შეხვედრა და საფლავისთვის პატივის მიგება;
  • მეოთხე დღე - გაზეთის - „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ გამოშვება;
  • მეხუთე დღე - მხატვრული კითხვის დღე და კვირეულის შეჯამება.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები აფხაზეთის ისტორიას, კულტურას, ბუნებრივ გარემოს, ტრადიციებს გაეცნენ. ასევე, თანამედროვეობის შესახებ, ცნობიერება აიმაღლეს.

„მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, საინტერესო პროექტებით წარმოედგინათ თავიანთი ხედვა აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რის საშუალებითაც გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები. ბოლოს კი, სპეციალურმა ჟიურიმ შეაჯამა კვირეული“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება