სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სამების საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ ილია კაკაციშვილის სპორტული წარმატებით ამაყობს
05-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორისაა ილია კაკაციშვილი

დღეს ილია აღიარებული სპორტსმენია. პროფესიით მორაგბეა, უჭირავს მარჯვენა ბურჯის პოზიცია, ამჟამად სპორტულ მოღვაწეობას საფრანგეთში ქალაქ ნევერსში, აგრძელებს. 

ილია 1993 წლის 19 თებერვალს დაიბადა. 2000 წლის 1-ელ სექტემბერს სწავლა დაიწყო ქვედა სამების საჯარო სკოლაში, ის სწავლის პერიოდში კარგი სწავლითა და ყოფაქცევით გამოირჩეოდა. 

აღსანიშნავია, რომ მისი რაგბით დაინტერესება 2010 წლიდან სარაგბო კლუბ  ქობულეთის „პონტოში“, დაიწყო. შემდეგ გადავიდა სარაგბო კლუბ „ბათუმში“, აქ ის უმაღლეს ლიგაში ავიდა, სადაც 4 წელი გაატარა.

2014 წელს კი ის თბილისში, სარაგბო კლუბ - „ჯიქში“, გადავიდა, სადაც ასევე უმაღლეს ლიგაში იყო, მან იქ 1 წელი გაატარა.

ამის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე გუნდი დაინტერესდა სპორტსმენით. საბოლოოდ  მან არჩევანი გააკეთა ფედერალ 1-ის FC Auch -ზე, აქ მან ორი სეზონი წარმატებით ჩაატარა.

სკოლაში გვიყვებიან, რომ მისი თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა, ამიტომ საფრანგეთის დივიზიონიდან მიიღო შეთავაზებები და 2 სეზონით  Pro de 2 -ის   FC Massy-ში გადავიდა, შემდეგი 1 წლით FC Uson -მა დაიქირავა, მომდევნო ორი წლით კი - FC Grenoble-მ.

ამჯერად ილია Fc Uson-მა დაიბრუნა, სადაც მისი კარიერის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.

ჰყავს მეუღლე, ნათია ჯიჯავაძე და ვაჟიშვილი, ნიკოლა კაიკაციშვილი.

სკოლა ამაყია ილიას მიღწევებით და მას უამრავ წარმატებას უსურვებს. 

„ეამაყება სოფელს, მის აღმზრდელ პედაგოგებს, რომ ამ პატარა სოფელში აღზარდა ასეთი საუკეთესო სპორტსმენი... ვუსურვებთ მას წარმატებებს სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ! გვეამაყება ილია...“  - აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება