სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საფეხბურთო კვირეული ჩატარდა
05-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებულ სასწავლო დღეებს სთავაზობს. მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდი ინტერესს იჩენენ, ამიტომ სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

„ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია ეს საყოველთაოდ აღიარებული თემაა. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს და... მოდით, დღეს კარგზე ვისაუბროთ...  ჩვენი მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ამის დადასტურება სკოლაში ყოველწლიურად გამართული ჩემპიონატებია“,- აღნიშნავენ  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, სადაც წელსაც დიდი მოლოდინით ჩატარდა საფეხბურთო კვირეული.

კვირეულში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა. 

არ ცხრებოდა გულშემატკივართა სკანდირება, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. საბოლოო გამარჯვება XI ბ კლასის გუნდს ხვდა წილად. 

კაპიტანმა ლუკა ინაშვილმა გუნდში პოზიციების სწორად გადანაწილებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

საბა კირკიტაძე, დათი დაშნიანი, ლუკა რივკინი, საბა გოგოლაშვილი და ლუკა მაჭავარიანი ოსტატურად ახერხებსნენ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის ბრძოლას.

 II ადგილზე გავიდა X კლასი 

 III ადგილი კი VII ა კლასს ხვდა წილად. 

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ და სპორტის პედაგოგებმა გამარჯვების თასითა და მედლებით დააჯილდოვეს სამივე გუნდი.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ. 

„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებას .სულ გამარჯვებით გევლოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება