სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N31 სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სპეციალისტისგან რჩევები მიიღეს
05-05-2023
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში, ძალიან საინტერესო და საჭირო შეხვედრა გაიმართა. 

სკოლას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი აკაკი შეყელაძე ესტუმრა. შეხვედრის თემები იყო - კიბერჰიგიენა, კიბერშეტევის ვექტორები, მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, ჰაკერთა ტიპები, კიბერბულინგი, სოციალური ინჟინერია, სმარტფონის უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და დიფფეიქი, რჩევები კომპიუტერული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია.

შეხვედრის ბოლოს, სტუმარმა მოსწავლეების მხრიდან დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. ამ პროფესიით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები თუ რა უნდა გაითვალისწინონ, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისათვის, რომ პროფესიონალები გახდნენ.

„რეალური შეტევები გაირჩა და მსმენელებმა პრაქტიკულად გამოცადეს საიმედო პაროლის შერჩევის და ბმულის სკანირების საშუალებები. სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეთა თვითმმართველობა დიდ მადლობას უხდის ბატონ აკაკი შეყელაძეს, სტუმრობისა და ძალიან საინტერესო შეხვედრისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება