სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აფხაზეთი მკერდმოჭრილი ამორძალია უსაქართველოდ“- ჭელიაღელეს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე საბა ბიბილაშვილმა აფხაზეთს საინტერესო ესე მიუძღვნა
04-05-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ სასკოლო კვირეულს - „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“ შეუერთდა. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აფზახეთის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აფხაზეთთან დაკავშირებით, ამაღელვებელი და საინტერესო ესე მე-7 კლასის მოსწავლე საბა ბიბილაშვილმა მოამზადა. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:

„აფხაზეთი - საქართველოს ულამაზესი და უმშვენიერესი კუთხე. ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმის მოელვრე ზღვა და ცამდე აწვდენილი მთები, მხრე, რომელიც მდიდარია თავისი ადათ-წესებით, მრავალფეროვანი კულტურით, თვალისმომჭრელი გარემოთი და ღრმა ისტორიით.
არ არსებობს ისეთი ქართველი და თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მკვიდრი, ვინც აფხაზეთის ნახვის შემდეგ გულგრილი დარჩება და არ აღფრთოვანდება...
აფხაზეთი... ლამაზი, მუდამ მზიანი, წარმტაცი მხარე დღეს ქართველი ერისთვის შეუღწეველი და შორეულია.
აფხაზეთი - ჩემი გულის ტკივილი. მტკივა, ძალიან მტკივა, რომ საქართველოს ეს ნაწილი მოჭრილი აქვს, არ მინდა ძმებს შორის სიძულვილი სუფევდეს, სიძულვილი ხომ საშინელი რამაა, რომელმაც კაცობრიობა შეიძლება დაღუპოს.
აფხაზეთი მკერდმოჭრილი ამორძალია უსაქართველოდ.
მართალია, ჩემი დროის ბაშვებს და მათ შორის მეც არცერთხელ არ გვქონია იმის შანსი, რომ ეს სილამაზე ჩვენი თვალით გვეხილა, მხოლოდ უფროსების, მასწავლებლებისა და მშობლების მონათხრობიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენში რაღაც უცნაურმა გრძნობამ გაიღვიძოს და წარმოგვადგენინოს ის ყოველღიურობა, რაც აფხაზ და ქართველ ხალხს აბედნიერებდა, იმედია, მალე ისევ გააბედნიერებს. დარწმუნებული ვარ სულ ცოტა ხანში ჩვენ ისევ შევძლებთ და მოვინახულებთ აფხაზეთს სრული სიმშვიდითა და დიდი აღტაცებით. ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება, ყველა ქართველისა და აფხაზის ოცნება ახდება.
გამოსავალი? გამოსავალი სიყვარულშია და ამ სიყვარულით მოპოვებული ნდობა, რომელიც გააქარვებს ზიზღს, უნდობლობას და საბოლოოდ გაიმარჯვებს მშვიდობა.
„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" მოვა დრო და აფხაზეთში ქართველები კვლავ დაბრუნდებიან და ერთმანეთის სიყვარულით ავაშენებთ ძლიერ და ლამაზ მომავალს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება