| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ცოდნა თან დასდევს მცოდნესა“ მონაწილეობდნენ.
კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის მთავარმა ბიბლიოთეკამ სკოლებს შორის ჩაატარა.
შეჯიბრის ფინალურ ტურში გამარჯვებული სამი გუნდიდან, დაბლაციხის საჯარო სკოლის გუნდი - „ნაკოშკვარა“ მე-2 ადგილზე გავიდა, რისთვისაც დაჯილდოვდა.
სკოლის დირექტორმა - ერეკლე ჯიქიამ გუნდის მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო სუვერინები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს. სკოლა კი მათ წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა