სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება
04-06-2023
-
+


წაკითხულის გააზრებაში აღმოჩენილი ხარვეზები ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. თუ მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასაკთან შესაფერის აქტივობებს შევთავაზებთ, ტექსტის გააზრება არ გაუჭირდებათ.

ბავშვებს წაკითხულ შინაარსს უკეთესად გაიგებენ, თუ მათ წაკითხვის შემდეგ ვთხოვთ, რომ დახატონ ან გააფერადონ პერსონაჟი. ასევე შედეგიანია აქტივობა „წაიკითხე და გამოიცანი“, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ წაკითხული ტექსტი ან წინადადება უნდა შეუსწაბამოს ნახატებს. გარდა ამისა, ტექსტის გაგება-გააზრებისთვის ეფექტურია შემდეგი აქტივობები:

„წაიკითხე და შეასრულე“ - აქტივობის შინაარსი ასეთია: მოსწავლეებს ურიგდებათ ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთონ (მაგ,: გამოძერწე მთავარი პერსონაჟი, დახატე ტექსტის შესაბამისი ილუსტრაცია, ტექსტის მიხედვით შექმენი კომიქსი და ა.შ) მათი დავალებაა ზედმიწევნით შეასრულონ ინსტრუქცია.

„დაალაგე თანმიმდევრულად“ - მოსწავლეებს არეულად დაურიგდებათ სიტყვები და ვთხოვთ, ააწყონ წინადადება.

„გააცალკევე გადაბმული სიტყვები“ - მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს გადაბმულ სიტყვებს ან წინადადებას. დავალება კი არის ის, რომ მოსწავლეებმა უნდა გამოყონ ისინი ერთმანეთისაგან ხაზის ჩამოსმით.

„იპოვე რომელი სიტყვაა ზედმეტი“ - აქტივობისას მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს სიტყვების გროვას, საიდანაც ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ ისეთი სიტყვა, რომელიც შინაარსობრივად არ შეეფერება დანარჩენს (მაგ,: ვაშლი, მსხალი, ატამი, ტელევიზორი...)

„არეული დიალოგი“ – მოსწავლეებს არეულად ურიგდებათ დიალოგის მონაწილეთა რეპლიკები, ტექსტები და უნდა ეცადონ, დიალოგის ტექსტები  ერთმანეთთან დააკავშირონ მართებულად.

„არეული კომიქსი“ - მოსწავლეებს არეული თანამიმდევრობით ურიგდებათ წინადადებები და მათი შესაბამისი სურათები. დავალების პირობაა, რომ მათ წინადადებები დააკავშირონ შესაბამისს სურათთან.

აღნიშნული აქტივობების საშუალებით, მოსწავლეებისთვის ტექსტებზე მუშაობა დამღლელი და მომაბეზრებელი არ იქნება.

ექსპერტების განმარტებით, კითხვის გაგება-გააზრებისთვის ტექსტის თავიდან ბოლომდე ჩაკითხვა და ზოგად კითხვებზე პასუხი ეფექტური არაა, ამ დროს მოსწავლეთა დიდ ნაწილს გული უცრუვდება კითხვაზე. სასურველია ტექსტზე მუშაობისას, მოსწავლეებმა თავად გამოთქვან ვარაუდები წაკითხვამდე (მაგ,: რაზე შეიძლება იყოს ტექსტი სათაურის ან ნახატის მიხედვით?), დამოუკიდებლად მოძებნონ პასუხები ტექსტში, შეადარონ, იმსჯელონ. წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დადებით შედეგს იძლევა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება