სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი
24-04-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება და ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა,  მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული როგორიც დედამიწის დღეა. 

მე-4დ კლასში, პედაგოგ შორენა ნოდიას ხელმძრვანელობით, დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღეს მიუძღვნეს პროექტი - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“. პროექტი 2 კვირა მიმდინარეობდა და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მოსწავლეებმა 2 კვირის განმავლობაში ჯგუფურად თუ წყვილებში არაერთი საინტერესო აქტივობა შეასრულეს:

1.დედამიწის დღის საინფორმაციო მიმოხილვა (ფილმის ჩვენება და განხილვა);

2. ამობეჭდეს საუკეთესო ფრაზები დედამიწაზე და გამართეს პრეზენტაცია;

3.დაწერეს ესე თემაზე - „დედამიწას ლაპარაკი რომ შეეძლოს რას გვეტყოდა?“ (გააკეთეს პრეზენტაცია);

4. ამერიკელი ინდიელების ანდაზის  - „დედამიწა ჩვენი არ გადმოგვდის მემკვიდრეობით ჩვენი წინაპრებისაგან, ჩვენ ის შვილებისგან გვაქვს ნასესხები“, შთაგონებით დახატეს სურათები;

4. შექმნეს პლაკატები  მოწოდეებებით - „გაუფრთხილდით დედამიწას“, „შენ შეგიძლია დაეხმარო დედამიწას და გადაარჩინო ის“, „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ და ა. შ;

5. გააფორმეს და სკოლის ფოიეში დადგეს  ნაგვის ურნები წარწერებით, ნაგვის დასახარისხებლად;

6.მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყველა ნამუშევარი გამოიფინა სკოლის დერეფანში. სადაც ინტერესით გაეცნენ მიწოდებულ ინფორმაციას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები;

7. კლასმა მშობლების დახმარებით დარგო და გაალამაზა სკოლის ეზო მარადმწვანე, დეკორატიული, ყვავილებისა და ხეხილის ნერგებით.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება