სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა კუპატაძემ და ქეთი გოგოლაძემ კალიგრაფიის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს
24-04-2023
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან ფორმალურ განათლება, არამედ აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და, სკოლის სასახელოდ, წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა სკოლა კალიგრაფიის კონკურსზე ასახელეს. მოსწავლეებმა კონკურსზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. 

საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი, კალიგრაფიის კონკურსის - „ქართული ხელნაწერი“ დასკვნითი ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

12 აპრილი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა და კონკურსანტებმა, სიმბოლურად, საკონკურსო დავალება მისი შემოქმედებიდან შეასრულეს.

კონკურსში 25 კალიგრაფი მონაწილეობდა. მათგან ჟიურიმ 10 საუკეთესო შეარჩია. საბოლოდ კი რჩეულთაგან 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ორი მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეა. 

  • I ადგილი დაიკავა მახათაურის სკოლის მოსწავლე ანა კუპატაძემ;
  • II ადგილი წილად ხვდა კორბოულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძეს;
  • III ადგილოსანი კი ქეთი გოგოლაძე გახდა, რომელიც ასევე მახათაურის სკოლის მოსწავლეა.

საუკეთესო კალიგრაფები, მერმა - ლევან ივანაშვილმა და ჟიურის სხვა წევრებმა დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უკვე მეხუთე წელია იმართება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
სსიპ დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება